понедельник, 22 октября 2018 г.

დღე მეცხრე


ტრენინგი „პროექტებით სწავლება“ დაიწყო  ტრენინგის გეგმის გაცნობით. ჩამოვტვირთეთ  პროექტის პორტფოლიო
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა  tpdc. ge /esentials/ განთავსებული რესურსებიმიმოვიხილეთოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებიდა პროექტირომეო და ჯულიეტა“.  ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე.
პროექტის შემდეგ ეტაპზე მიმოვიხილეთ პროექტის იერარქია, შაბლონები, დავათვალიერეთ რესურსი.
ტრენერმა გონებრივი იერიშის გამოყენებით გაგვაცნო ვის და როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ და როგორ მოვახერხოთ ის, რომ ეს ინფორმაცია ეფექტური აღმოჩნდეს.
გავაკეთეთ ტრიპლექსი, ვისწავლეთ მისი რედაქტირება, რესურსის მოძებნა ინტერნეტით.
შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელეთ პროექტის შაბლონზე მუშაობა, გავეცანით საგნობრივი სტანდარტის გამოყენების წესს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შევავსეთ პროექტის გეგმის შესაბამისი პუნქტი.
საინტერესო იყო მოსწავლეთა დაწყვილებისა და ჯგუფებად დაყოფის მეთოდებზე მუშაობა. მოვარგეთ ჩვენს პროექტს შესაბამისი აქტივობები და შევიტანეთ გეგმაში.
გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის მეთოდებს, დროში გაწერილი პროექტის გეგმას, შევავსეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი და მიღებული ინფორმაცია  გამოვიყენეთ ჩვენს გეგმებში.
საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ ვიმუშავეთ პრეზენტაციის დიზაინზე და ბლოგზე ავტვირთეთ, ასევე ვისწავლეთ youtube-ზე შესაბამისი ვიდეოს მოძებნა, დროის მითითება და   მისი გამოქვეყნება. Viewer-ის საშუალებით გავეცანით საავტორო უფლებებს და წინა ტრენინგზე ჩამოტვირთულ ფოტოებს დავურთე შესაბამისი ლინკები, შევავსეთ საავტორო უფლებების შაბლონი. გავეცანით ბლოგის დიზაინის მართვას, ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები.
შემდეგი შეხვედრისას ვიმუშავეთ შეფასების ფორმებსა და რუბრიკებზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს.
ტრენინგის დასარულს მოვისმინეთ მინილექცია, შევაჯამეთ მუშაობა და მონაწილეებმა გააკეთეს თავიანთი პროექტების პრეზენტაცია.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ყველა მონაწილე ხალისით ერთვებოდა შემოთავაზებულ აქტივობებში და, რაც მთავარია, იყო ძალიან ნაყოფიერი.

P.S.
დიდი მადლობა ტრენერს!









воскресенье, 21 октября 2018 г.

დღე მერვე

ტრენინგი დაიწყო დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების გაცნობით. ვისაუბრეთ იმ აქტივობებზე, რომლებიც შეიძლება ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ.
დავალაგეთ საქაღალდე და გავათავისუფლეთ ზედმეტი ფაილებისაგან
დავაკოპირეთ საქაღალდის ლინკი და ჩავსვით ბლოგში.
საშინაო დავალება: დავასრულოთ პროექტის პრეზენტაცია და წარვადგინოთ.

суббота, 20 октября 2018 г.

დღე მეშვიდე


დღევანდელ მეცადინეობაზე წარმოვადგინეთ საშინაო დავალება;
გავეცანით შეფასების რუბრიკებს:

  • განმავითარებელი შეფასება
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • პორტფოლიოს რუბრიკის შეფასება
  • პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი
  • ბროშურის შეფასების ჩეკლისტი...
შევავსეთ განმავითარებელი შეფასების ფორმა, რაც დაგვეხმარა პროექტის გეგმის კრიტიკულ გააზრებასა და კორექტირებაში; 
 პროექტის გეგმის შესაბამის ნაწილში შევიტანეთ შეფასების მოკლე მონახაზი. 
ასევე შევავსეთ პროექტის გეგმის პუნქტი - წინარე ცოდნა. 







понедельник, 15 октября 2018 г.

დღე მეექვსე

ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების გამოკითხვით.

  • გავეცანით და მოვამზადეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შაბლონი;
  • დავამატეთ ბლოგზე ახალი გვერდები
  • გავეცანით ბლოგის დიზაინის მართვას
  • დავამატეთ ბლოგზე გაჯეტები
  • მივიღეთ ახალი დავალება

воскресенье, 14 октября 2018 г.

დღე მეხუთე

დღევანდელი მეცადინეობა დაიწყო საშინაო დავალების მიმოხილვით


  • ვიმუშავეთ პრეზენტაციის დიზაინზე
  • ვისწავლეთ როგორ უნდა ავტვირთოთ ბლოგზე პრეზენტაცია;
  • მოვძებნე youtube-ზე ვიდეო, რომელიც ჩემ თემას შეესაბამება; ვისწავლე მისი გამოყენებისთვის შესაბამისი დროის მითითება და გამოქვეყნება;
  •  გავეცანი საავტორო უფლებებს Viewer-ის საშუალებით; მოვძებნე წინა ტრენინგზე  ჩამოტვირთული ფოტოები, მოვძებნე შესაბამისი ლინკები და შევავსეთ საავტორო უფლებების შაბლონი. 
  • ბოლოს, მივიღეთ საშინაო დავალება: საავტორო უფლებების ქაოსი“ წასაკითხად.

პროექტი „დაფარული „ვეფხისტყაოსანი“

суббота, 13 октября 2018 г.

დღე მეოთხე

ტრენინგი, ჩვეულებრივ, დაიწყო გონებრივი იერიშით.

  • გავეცანით მოსწავლეთა დაწყვილების მეთოდებს და ერთ-ერთი, რომელიც შეესაბემებოდა ჩვენი პროექტის აქტივობებს,  შევიტანეთ გეგმაში. 
  • გავეცნით მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის მეთოდებს. ვიმსჯელეთ, ავარჩიეთ პროექტისათვის საჭირო და შევიტანეთ გეგმაში.
  • განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმია, ჩავსვით პროექტში. 
  • განვიხილეთ და შევავსეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.
  • საშინაო დავალება - სასწავლო პროცედურების გეგმის შემუშავება