понедельник, 22 октября 2018 г.

დღე მეცხრე


ტრენინგი „პროექტებით სწავლება“ დაიწყო  ტრენინგის გეგმის გაცნობით. ჩამოვტვირთეთ  პროექტის პორტფოლიო
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა  tpdc. ge /esentials/ განთავსებული რესურსებიმიმოვიხილეთოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებიდა პროექტირომეო და ჯულიეტა“.  ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე.
პროექტის შემდეგ ეტაპზე მიმოვიხილეთ პროექტის იერარქია, შაბლონები, დავათვალიერეთ რესურსი.
ტრენერმა გონებრივი იერიშის გამოყენებით გაგვაცნო ვის და როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ და როგორ მოვახერხოთ ის, რომ ეს ინფორმაცია ეფექტური აღმოჩნდეს.
გავაკეთეთ ტრიპლექსი, ვისწავლეთ მისი რედაქტირება, რესურსის მოძებნა ინტერნეტით.
შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელეთ პროექტის შაბლონზე მუშაობა, გავეცანით საგნობრივი სტანდარტის გამოყენების წესს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შევავსეთ პროექტის გეგმის შესაბამისი პუნქტი.
საინტერესო იყო მოსწავლეთა დაწყვილებისა და ჯგუფებად დაყოფის მეთოდებზე მუშაობა. მოვარგეთ ჩვენს პროექტს შესაბამისი აქტივობები და შევიტანეთ გეგმაში.
გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის მეთოდებს, დროში გაწერილი პროექტის გეგმას, შევავსეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი და მიღებული ინფორმაცია  გამოვიყენეთ ჩვენს გეგმებში.
საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ ვიმუშავეთ პრეზენტაციის დიზაინზე და ბლოგზე ავტვირთეთ, ასევე ვისწავლეთ youtube-ზე შესაბამისი ვიდეოს მოძებნა, დროის მითითება და   მისი გამოქვეყნება. Viewer-ის საშუალებით გავეცანით საავტორო უფლებებს და წინა ტრენინგზე ჩამოტვირთულ ფოტოებს დავურთე შესაბამისი ლინკები, შევავსეთ საავტორო უფლებების შაბლონი. გავეცანით ბლოგის დიზაინის მართვას, ბლოგზე დავამატეთ გაჯეტები.
შემდეგი შეხვედრისას ვიმუშავეთ შეფასების ფორმებსა და რუბრიკებზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს.
ტრენინგის დასარულს მოვისმინეთ მინილექცია, შევაჯამეთ მუშაობა და მონაწილეებმა გააკეთეს თავიანთი პროექტების პრეზენტაცია.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ყველა მონაწილე ხალისით ერთვებოდა შემოთავაზებულ აქტივობებში და, რაც მთავარია, იყო ძალიან ნაყოფიერი.

P.S.
დიდი მადლობა ტრენერს!









Комментариев нет:

Отправить комментарий