2018 წლის 6 ოქტომბერი.
გავეცანით ტრენინგის გეგმას, პროექტის პორტფოლიოს.
შემდეგ სახალისო აქტივობა „კაცუნები“, რომელიც შემოგვთავაზა ტრეინერმა, დაგვეხმარა ერთმანეთი გაგვეცნო.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა tpdc. ge /esentials/ განთავსებული რესურსები. მიმოვიხილეთ „ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები“ და პროექტი „რომეო და ჯულიეტა“.
გავეცანით პროგრამას wiever (ელ.წიგნი)
საშინაო დავალება: უნდა მოვიფიქროთ პროექტის თემა.
მეორე დღე:
გავეცანით საქაღალდეს, რომელშიც მოთავსებული იყო პროექტის იერარქია, შაბლონები... ვისწავლეთ განარქივება, დავათვალიერეთ ჩვენი რესურსი...
შევავსეთ პროექტის შაბლონი.
გონებრივი იერიშის გამოყენებით ვისწავლეთ, ვის ვაწვდით ინფორმაციას პროექტის შესახებ, როგორ უფრო ეფექტურია ამის გაკეთება.
ვიმუშავეთ საცნობარო ბუკლეტზე (გავაკეთეთ ტრიპლექსი). ვისწავლეთ თუ როგორ ხდება შაბლონის რედაქტირება. ასევე ტექსტურ რედაქტორში მუშაობა. (ინტერნეტის საშუალებით რესურსის მოძებნა, ბუკლეტში ჩასმა, შენახვა...)
შევაჯამეთ ტრენინგი, მივიღეთ საშინაო დავალება და დავწერეთ რეფლექსია
Комментариев нет:
Отправить комментарий