1. პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვები თავს უყრიან მისაწვდომ ილუსტრაციებს, ეძებენ ინფორმაციას ავტორებზე, თვითონ ხატავენ ეპიზოდს ან გმირს, რომელიც განსაკუთრებით მოეწონათ.
2.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად. ერთი ჯგუფი მუშაობს ილუსტრაციებზე, ეძებს და არჩევს მასალას ინტერნეტით, მუზეუმში, ბიბლიოთეკებში... მეორე ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას ილუსტრატორებზე, მესამე ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია სათანადო შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები, თავად ქმნიან ილუსტრაციებს.შემდეგ ეტაპზე ვახარისხებთ მოპოვებულ მასალას, ვაჯგუფებთ, ვალაგებთ, ვაძლევთ ელექტრონული წიგნის ფორმას და გადაგვაქვს დისკზე.
3. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
4. ვადები/ ხანგრძლივობა: მესამე ტრიმესტრი
5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი, ისტ–ის გამოყენება, დახარისხება...
6. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შევადგენთ ელექტრონულ წიგნს, რომელშიც თავმოყრილი იქნება მასალა, რომელიც მოვიპოვეთ, და მას წარვადგენთ სკოლის მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა წინაშე.
7. სარგებელი სხვებისათვის: აღნიშნულ წიგნს განვათავსებთ ინტერნეტში და ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისათვის.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, სახვითი ხელოვნება.
10. პროექტის ფასილიტატორი: ლ. ლარცულიანი
11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: www. lalilarc@gmail.com
p.s. სამწუხაროდ, ხელოვნების ლიცეუმის გაუქმების გამო პროექტი არ დსრულებულა... :(
p.s. სამწუხაროდ, ხელოვნების ლიცეუმის გაუქმების გამო პროექტი არ დსრულებულა... :(
Комментариев нет:
Отправить комментарий